კატალონიური კლუბის კაპიტანი ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად ერნესტო ვალვერდეს შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ, ესპანელ სპეციალისტს წარმატებებს უსურვებს.
“თუ “ბარსელონამ” ვალვერდე აირჩია, მას ყველანაირ წარმატებას ვუსურვებ.
ამ სპეციალისტზე საერთო წარმოდგენაა, რომ მან იცის, საით მიდის და როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა. ამ მწვრთნელმა იცის, რას ნიშნავს “ბარსელონა”. – ავრცელებს ინიესტას სიტყვებს Mundo Deportivo.



