მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სილესენი: “ვაპირებ, “ბარსელონაში” ნომერ პირველი ვიყო”

სილესენი: “ვაპირებ, “ბარსელონაში” ნომერ პირველი ვიყო”

“ბარსელონას” ჰოლანდიელი კარის დარაჯი იასპერ სილესენი აცხადებს, რომ უთამაშებლობით უკმაყოფილოა, თუმცა გუნდის გამოცვლის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას აპირებს.

“თუ არ ვთამაშობ, კმაყოფილიც ვერ ვიქნები. როდესაც “ბარსელონაში” მოვედი, ვიცოდი, რომ ადაპტაციისთვის დრო დამჭირდებოდა. მუშაობას განვაგრძობ და ვიბრძოლებ იმისათვის, რომ “ბარსელონაში” ნომერ პირველი გავხდე.

რა თქმა უნდა, ვგრძნობ, რომ შემიძლია ამას მივაღწიო. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, “ბარსელონა” ჩემთან კონტრაქტს არ გააფორმებდა. აქ ბედნიერი ვარ და გუნდის შეცვლაზე, ზამთრამდე მაინც, არ ვფიქრობ.” – ციტირებს სილესენის სიტყვებს Sport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში