ესპანეთში აგრძელებენ ბჭობას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გახდეს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი. კლუბის ხელმძღვანელობამ ადრე განაცხადა, რომ გუნდის ახალ ხელმძღვანელს 29 მაისს დაასახელებს.
კატალონიურ პრესას უკვე ეჭვი აღარ ეპარება, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალი დამრიგებელი ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე გახდება, რომელიც ბასკურ კლუბს ცოტახანში დატოვებს.
თუმცა, ერთ-ერთი ესპანური რადიოსადგურის ეთერში, “ბარსელონას” სატრანსფერო კომისიის წევრმა, არიედო ბრაიდამ სრული დარწმუნებით განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის შემდეგი მწვრთნელი რონალდ კუმანი გახდება, რომელიც წარსულში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ასპარეზობდა და ამჟამად “ევერტონს” წვრთნის.



