workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაქტები და ციფრები სეზონის პირველი ნახევრიდან

ფაქტები და ციფრები სეზონის პირველი ნახევრიდან

პარასკევს, “მალაგაზე” გამარჯვებით “ბარსამ” რამდენიმე რეკორდი მოხსნა:

– “ბარსელონას” ბურთების შეფარდება +50–ია. მათ 61 გოლის გატანა მოახერხეს, ხოლო 11 მიიღეს საკუთარ კარში.

– შესაძლო 57 ქულიდან გუნდმა 52 ქულა მოიპოვა – ლა ლიგას ახალი რეკორდი.

– “ბარსას” წაუგებელი მატჩების სერია გრძელდება. უკვე 28 თამაშია კატალონიელები არ დამარცხებულან. ამ მაჩვენებლით მათ კლუბის 1974 წლის რეკორდი მოხსნეს.

– ლა ლიგაში წაუგებელი 13 მატჩი. 2005-06 წლების რაიკაარდის “ბარსელონას” რეკორდი მოხსნილია.

– ორად ორი ფეხბურთელი, რომლებიც ლიგის ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ არიან ვიქტორ ვალდესი და ანდრეს ინიესტა.

– ანდრეს ინიესტამ 2006–07 წლების საკუთარი რეკორდი გაიმეორა, გაიტნა რა 6 გოლი მიმდინარე სეზონში.

– ბოლო ოთხი თამაშიდან პედრომ ყველაში შეძლო გოლის გატანა. მის ანგარიშზე 14 მატჩში 15 გოლია. აქედან 9 გოლი მან ლა ლიგას 8 თამაშში გაიტანა.

– სერხიო ბუსკეტსმა ყველაზე ბევრჯერ წაართვა ბურთი “მალაგას” ფეხბურთელებს. აქედან მის ერთ–ერთი ართმევას კატალონიელების მიერ მეორე გოლის გატანა მოჰყვა.

– ჩავიმ ყველაზე მეტი, 135 გადაცემა განახორციელა თამაშის განმავლობაში. აქედან 122 ზუსტი აღმოჩნდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში