ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე შემდეგ სეზონში კლუბში მუშაობას აღარ გააგრძელებს, იტყობინება ბასკური გუნდის ოფიციალური საიტი.
53 წლის სპეციალისტი, ამ საკითხთან დაკავშირებით, 24 მაისს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოვა.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ის დიდი ალბათობით კატალონიურ “ბარსელონას” ჩაიბარებს.
ადრე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალვერდემ “ბარსელონას” წინადადება მიიღო და კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი გახდება. კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ კი ფეხბურთელებს ახალი მწვრთნელის ვინაობა გაუმხილა.



