მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდემ “ბარსელონასთვის” მუშაობა უკვე დაიწყო

ვალვერდემ “ბარსელონასთვის” მუშაობა უკვე დაიწყო

53 წლის ესპანელმა სპეციალისტმა, ერნესტო ვალვერდემ, მომდევნო სეზონში “ბარსელონას” მომდევნო სეზონისთვის მომზადება უკვე დაიწყო. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

“ბარსას” ახალი მწვრთნელის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 29 მაისს გახდება ცნობილი, თუმცა ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ამ პოსტს აქამდე “ბილბაოში” მომუშავე ერნესტო ვალვერდე დაიკავებს.

კატალონიური პრესის ცნობით, ვალვერდემ, “ბარსელონას” სპორტულ დირექტორთან ერთად, მომდევნო სეზონის დაგეგმვა უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ რობერტ ფერნანდესს უკვე ბევრი აქვს ნამუშევარი, საბოლოო სიტყვა მაინც მწვრთნელზე იქნება.

ვალვერდემ, საწყის ეტაპზე, უნდა გადაწყვიტოს, რომელი ფეხბურთელები გაუშვას არენდით, დააბრუნოს თუ არა კლუბში ჟერარ დეულოფეუ და “ბარსა ბ”-ს რომელი მოთამაშეები დააწინაუროს წინასასეზონო მზადების დროს.

რაც შეეხება ახალი ფეხბურთელების დამატებას – გუნდს, ყველაზე მეტად, მარჯვენა მცველი, ცენტრალური ნახევარმცველი და გარემარბი, ასევე, შესაძლოა, ცაცია ცენტრალური მცველი ჭირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში