იტალიური “მილანი” “ბარსელონას” მცველით, ალეიშ ვიდალით ინტერესდება, იტყობინება Calciomercato.
წყაროს ინფორმაციით, “როსონერი” 27 წლის ფეხბურთელის შეძენის ვარიანტს განიხილავს. თუმცა, ვიდალის ტრანსფერი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც “ბარსელონა” ახალ მთავარ მწვრთნელს დანიშნავს, რომელიც ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
მიმდინარე სეზონში ვიდალმა, კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.



