workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
WhoScored-ის სიმბოლურ გუნდში “ბარსა” და “ატლეტიკო” ლიდერობენ

WhoScored-ის სიმბოლურ გუნდში “ბარსა” და “ატლეტიკო” ლიდერობენ

ვებგვერდმა WhoScored, რომელიც ყოველ თამაშში ფეხბურთელების რეიტინგს სტატისტიკის დეტალური შეფასების შედეგად ადგენს, ლა ლიგის 2016/17 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

იმის მიუხედავად, რომ “ბარსელონა” მხოლოდ მე-2 ადგილზე გავიდა, კატალონიურ გუნდს, სიმბოლურ ნაკრებში, მაინც “რეალზე” მეტი წარმომადგენელი ჰყავს. ესენი არიან ლიონელ მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი. იგივე შედეგი აქვს მადრიდის “ატლეტიკოსაც”.

ლა ლიგის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: პაჩეკო (ალავესი); კარვახალი (რეალი), გოდინი (ატლეტიკო), ალვარესი (ბილბაო), ფ. ლუისი (ატლეტიკო); მესი (ბარსელონა), ილიარამენდი (სოსიედადი), კროოსი (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა); გრიზმანი (ატლეტიკო), სუარესი (ბარსელონა).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward