“ბარსელონა ბ”-ს ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონში აღზევება ზალიან გაუჭირდება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ახალგაზრდა კატალონიელებმა “კულტურალ ლეონესასთან”, საკუთარ კედლებში, 0:2 წააგეს.
ხერარდ ლოპესის გუნდმა მიმდინარე სეზონი წარმატებით ჩაატარა და თავისი დივიზიონი პირველ ადგილზე დაასრულა. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით ფლეი ოფზე. “ბარსელონა ბ”-მ “კულტურალ ლეონესასთან” გამართული შეხვედრა 0:2 წააგო.
სტუმარი გუნდი თავიდანვე უკეთ გამოიყურებოდა და მე-15 წუთზე ალექს გალარმა ანგარიში გახსნა.
მასპინძლები ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ მეტოქის კართან მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 51-ე წუთზე კი, ტონი სუარესმა “კულტურალ ლეონესას” უპირატესობა ორამდე გაზარდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც კატალონიელებმა ორბურთიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრან, 28 მაისს გაიმართება.
ბარსელონა ბ: ვარო, პალენსია, ფალი, მარტინესი, კუკურელა, გუმბაუ, სარსანედასი (დანი რომერა 57), ალენია (კაპტუმი 84), ალფარო, მარკი, პერეა (ჩემი 68)
გოლები: 0:1 გალარი 15, 0:2 ტონი 51.


