workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო: “მოხარული ვარ, რომ “რეალმა” ქულები დაკარგა”

პედრო: “მოხარული ვარ, რომ “რეალმა” ქულები დაკარგა”

ესპანური გამოცემა Sport.es იუწყება, რომ კატალონიის ბარსელონას თავდამსხმელი, პედრო როდრიგესი კმაყოფილია იმით, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის გათამაშებაში მადრიდის “რეალმა” ქულები დაკარგა “ალმერიასთან” მატჩში.

თავის მხრივ “ბარსელონამ” ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოაგვარა საქმე “მალაგასთან”, გაიტანა რა ოთხი გოლი მათ კარში, ხოლო მხოლოდ ერთი მიიღო საკუთარში.

“ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მადრიდის “რეალმა” ქულები დაკარგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მოედანზე გამოვედით, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ მადრიდელემბა ითამაშეს ფრე, და გვესმოდა, რომ უფლება არ გვქონდა, არ მოგვეგო “მალაგასთვის”. ჩვენ ძალიან კარგად ჩავატარეთ პირველი წრე, თუმცა წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის.” – განაცხადა “ბარსელონას” თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა.

შეგახსენებთ, რომ მეცხრამეტე ტურის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” 52 ქულა დაუგროვდა და პირველი წრის ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება მადრიდის “რეალს”, ისინი გათამაშების ცხრილის მეორე საფეხურზე არიან 48 ქულით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში