მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრიმალდო “ბარსელონაში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

გრიმალდო “ბარსელონაში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

“ბარსელონას” აღზრდილი მარცხენა მცველი ალექს გრიმალდო, რომელიც ამჟამად პორტუგალიურ “ბენფიკაში” თამაშობს, მშობლიურ კლუბში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

“კარის არცერთი გუნდისთვის დახურვა არ შეიძლება, მითუმეტეს “ბარსელონასთვის”. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა “ბენფიკას” ღირსებას ვიცავ. ის, თუ რა მოხდება მომავალში, კარგად უნდა გავაანალიზოთ.

“ბარსელონასი” ძალიან მადლიერი ვარ. ამ კლუბში არაერთი წელი გავატარე.

ჭორები ყოველთვის იარსებებს, მე კი საკუთარ ამოცანებზე უნდა ვიყო კონცენტრირებული.” – ციტირებს გრიმალდოს სიტყვებს Cope.

გრიმალდო, რომელიც ახლა 21 წლისაა, “ბარსელონას” აკადემიას 2008 წელს, “ვალენსიადან” შეუერთდა. 2016 წელს, როდესაც ის უკვე “ბარსა ბ”-ს კაპიტანი იყო, ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ბენფიკას” მიაშურა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში