მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლინსმანი: “მინდა, მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს”

კლინსმანი: “მინდა, მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს”

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი იურგენ კლინსმანი იმედს გამოთქვამს, რომ “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი, მომდევნო წელს, რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას იზეიმებს.

“მესის შანსი აქვს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში მოიგოს. ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ლეოა, თავისი სტატუსის გასამყარებლად, მუნდიალის მოგება ჭირდება. მინდა, მან ეს გააკეთოს, რადგან ლიონელმა წარმატება დაიმსახურა.

მესის დიდ პატივს ვცემ და ყოველთვის ვცემდი, ისევე, როგორც მარადონას. დიეგო მხატვარი იყო, რადგან ის ხედავდა იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. მარადონამ იცოდა, რას აკეთებდა და რას გააკეთებდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბურთს მიიღებდა. მესი სხვანაირია – ის პერფექციონისტია. ამასთანავე, მესის ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს: ის ბრწყინვალე ბომბარდირია.” – ციტირებს კლინსმანის სიტყვებს Goal.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში