მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრე გომეში – “ბარსას” ყველაზე უნივერსალური ფეხბურთელი

ანდრე გომეში – “ბარსას” ყველაზე უნივერსალური ფეხბურთელი

ანდრე გომეში ის ფეხბურთელია, რომლის მიმართაც, ლუის ენრიკესა და “ბარსელონას” გულშემატკივრებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ქომაგებს პორტუგალიელი ფავორიტ ფეხბურთელებს შორის ნამდვილად არ შეჰყავთ, ასტურიელი სპეციალისტი აცხადებს, რომ გომეშთან ერთად საბრძოლველადაც კი წავიდოდა.

მადრიდულმა Marca-მ გომეშის მიერ მიმდინარე სეზონში ჩატარებული მატჩები შეისწავლა და ერთი საინტერესო რამ გაარკვია – პორტუგალიელმა ნახევარმცველმა 6 პოზიციაზე ითამაშა.

გომეშმა 17-ჯერ მარჯვენა ცენტრალურ ნახევარმცველად, 16-ჯერ კი მარცხენა ცენტრალურ ნახევარმცველად ითამაშა. 8-ჯერ ის საყრდენ ნახევარმცველად მოგვევლინა, ერთხელ მარცხენა გარემარბად, 2-ჯერ მარჯვენა გარემარბად და გასულ კვირას, ის დაცვის მარჯვენა ფლანგზეც ვიხილეთ.

გასახდელში გომეშზე ხუმრობენ და აცხადებენ, რომ მას ნებისმიერი ტრავმირებული თუ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის შეცვლა შეუძლია, მათ შორის მეკარისაც.

თუ გომეშმა სათამაშო დონესაც მოუმატა, ის გუნდისთვის ნამდვილად ძალიან გამოსადეგი ფეხბურთლი იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში