მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “საუკეთესო სეზონს ვატარებ”

ნეიმარი: “საუკეთესო სეზონს ვატარებ”

“ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი ნეიმარ ჟუნიორი აცხადებს, რომ ცოტა გოლის გატანის მიუხედავად, მიმდინარე სეზონი, მისთვის, კატალონიურ კარიერაში, საუკეთესო იყო.

“ვფიქრობ, მიმდინარე სეზონი საუკეთესოა. ისიც კი მიმაჩნია, რომ “ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ საუკეთესო სეზონი ჩავატარე. არ ვიცი, ავედი თუ არა ახალ საფეხურზე. ამაზე საუბარი რთულია, როდესაც მოედანზე ხარ.

გუნდში ჩემი როლი, აქ მოსვლის დღიდან დღემდე, არ შეცვლილა. ჩემ წილ პასუხისმგებლობას ყოველთვის ვიღებდი იმ გუნდში, სადაც ყველამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს.

მე მხოლოდ ის მსურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშო, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კი ლეო მესია. ვოცნებობ, საუკეთესო მეც გავხდე. ვფიქრობ, შემიძლია, მაგრამ მოგვიანებით. არ ვჩქარობ.

“ოქროს ბურთის” მოგებაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. იმედი მაქვს, ამ ოცნებას ერთ მშვენიერ დღეს ავიხდენ.” – აცხადებს ნეიმარი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში