მიმდინარე სეზონში ევროტურნირების ფინალში მხოლოდ ერთი ესპანური გუნდი – მადრიდის “რეალი” ითამაშებს, რომელიც ჩ. ლიგაზე ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.
ზემოთხსენებული წყვილის გამარჯვებული ევროპის სუპერთასზე – “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “აიაქსის” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ეს გუნდები ერთმანეთს ევროპის ლიგის ფინალში შეხვდებიან.
უკანასკნელი 4 სეზონის მანძილზე ევროტურნირებზე ესპანური გუნდები დომინირებდნენ, მადრიდის “რეალი” (2014,2016) და “ბარსელონა” (2015) ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ, ევროპა ლიგაზე კი “სევილია” (2014, 2015, 2016).
უკანასკენლი არაესპანური გუნდი, რომელმაც ევროტურნირი მოიგო – მიუნხენის “ბაიერნი” გახლდათ, გერმანელებმა 2013 წელს ევროპის სუპერთასი მოიგეს.




😀 24 მაისსაა
დაწერეს ქვევით:დდდ 😀
საინტერესო ფინალი იქნება ევროპა ლიაგზე მგონი აიაქსი მოიგებს!!!
Mec imedi maqvs ro moigebs
ევროპა ლიგის ფინალი როდისაა?
Aiaxi moigebs evropa ligas
იმედია აიაქსი მოიგებს ევრო ლიგას
24 მაისს
Europa ligis finali rodisaa ???