“ბარსელონა” ზაფხულში “საუთჰემპტონის” ნახევარმცველის, ორიოლ რომეუს შეძენას შეეცდება, იტყობინება Marca.
კატალონიურმა კლუბმა უკვე შეატყობინა 25 წლის ფეხბურთელს თავის ინტერესზე. კატალონიელები რომეუში ისეთ ფეხბურთელს ხედავენ, რომელსაც სერხიო ბუსკეტსისა და ანდრეს ინიესტას შეცვლა შეუძლია.
25 წლის ესპანელის ამჟამინდელი კონტრაქტი “საუთჰემპტონთან” 2021 წლამდეა გათვლილი. აქედან გამომდინარე, ინგლისელები მისი ტრანსფერიდან 15 მილიონი ევროს გამომუშავებას აპირებენ.
რომეუ “ბარსელონას” აღზრდილია, ის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, 2010/11 სეზონში კი მან პრიმერაში, პირველი გუნდის მაისურით ერთადერთი მატჩი ჩაატარა.


