workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი როისის ტრანსფერის წინააღმდეგია

მესი როისის ტრანსფერის წინააღმდეგია

სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონის ბოლოს არდა თურანი “ბარსელონას” დატოვებს, თურქი ნახევარმცველის შემცვლელად, კი დორტმუნდის “ბორუსიას” ლიდერი, მარკო როისი მოიაზრება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელის ტრანსფერს “ბარსელონას” წამყვანი მოთამაშე, ლიონელ მესი ეწინააღმდეგება, რომელიც როისის ხშირი ტრავმიანობით უკმაყოფილოა. არგენტინელი მიიჩნევს, რომ მარკოს ჯანმრთელობის პრობლემებმა, შესაძლოა, გადამწყვეტ მომენტებში გუნდის ბრძოლისუნარიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

გერმანელ ნახევარმცველს ნამდვილად “შუშის ფეხბურთელის” რეპუტაცია აქვს. ტრავმის გამო როისმა მუნდიალი (2014) და ევროპის ჩემპიონატი (2016) გამოტოვა. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მან მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა სადაც თავი 5 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • marco verratti
    schedule 11 მაი 2017, 17:06
    #22

    აუ არა როისი მაგარი კაცია ძაან თან მე როგორც ვიცი ბარსა ევასება

  • მესი-სუა-ნეი
    schedule 11 მაი 2017, 01:04
    #21

    😀 ამას დემბელეზე ივაჟკაცონ ჯობია 😀