“ბარსელონას” ფორვარდმა, ნეიმარ და სილვამ “მალაგასთან” მატჩში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, რის გამოც ის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
“ვფიქრობ, წითელი ბარათი დამსახურებულად მივიღე, მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ვითამაშე და წესები დავარღვიე. ვიცი, რომ ეს ჩემთვის გაკვეთილი უნდა იყოს.
მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ პირველ ყვითელ ბარათს არ ვიმსახურებდი.”-განაცხადა ნეიმარმა.

