ნეიმარ ჟუნიორს მიაჩნია, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გუნდიდან წასვლა კატალონიელებს დააზარალებთ.
“ლუის ენრიკე ყოველთვის გუნდისთვის სასიკეთოდ მუშაობს და გამარჯვებისკენ მიისწრაის. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ასე რომ, “ბარსელონას” ლუის ენრიკე დააკლდება.
მას ყვლეაფერს საუკეთესოს ვუსურვებ როგორც კარიერაში, ასევე ცხოვრებაში. მას მადლობას ვუხდი ყველაფერი იმისთვის, რაც გვასწავლა. ახლა კი, საჭიროა წინსვლა განვაგრძოთ.” – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს beIN Sports.
ლუის ენრიკემ “ბარსელონა” 2014 წელს ჩაიბარა. მან გუნდს 8 ტიტული მოაგებინა. ასტურიელი სპეციალისტი კატალონიელებს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.



