ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელ დიეგო მარადონა მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულისთვის, ლიონელ მესისთვის დაკისრებული დისკვალიფიკაციის მოხსნა უსამართლობაა.
FIFA-მ მესის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არბიტრისთვის შეურაცხყოფის გამო მისცა. მალევე გავრცელდა ცნობა, რომ ამ ამბავში მარადონას ხელიც ერია, რომელიც FIFA-ს ელჩია, თუმცა დიეგომ ეს ინფორმაცია უარყო.
მესიმ ერთი თამაში გამოტოვა, რის შემდეგაც, სააპელაციო კომიტეტმა მას დისკვალიფიკაცია მოუხსნა. არგენტინაში ეს ამბავი უხარიათ, მაგრამ, როგორც ირკვევა, ყველას არა.
“ვცდილობდი, მესის დავხმარებოდი, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
ვფიქრობ, ლეო კიდევ ერთი მატჩით დასჯას იმსახურებდა. ამას გულწრფელად ვამბობ.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ მესის შესახებ ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ FIFA-ს პრეზიდენტისთვის არაფერი მითხოვია. ინფანტინოს სააპელაციო კომიტეტზე გავლენა არ აქვს.
ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი ვარ. მინდა მივულოცო ყველას, ვინც მესის სასჯელის შემცირება შესაძლებელი გახადა.” – ციტირებს მარადონას სიტყვებს Marca.


