ჯერ კიდევ “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი და ამჟამად “რომაში” არენდით მოთამაშე ბელგიელ მცველს, ტომას ვერმალენს, ინგლისურ ფეხბურთში დაბრუნების შანსი გაუჩნდა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ვერმალენი “არსენალიდან” “ბარსელონაში” 2014 წელს გადავიდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო, კატალონიელთა რიგებში მან მხოლოდ 21 თამაში ჩაატარა. გასულ ზაფხულში, 31 წლის ბელგიელი უკანახაზელი “რომაში” გაანათხოვრეს, მაგრამ ფეხი მყარად მან ვერც იტალიურ გუნდში მოიკიდა.
კატალონიური პრესის ცნობით, ვერმალენის შეძენის სურვილს “უოტფორდი” გამოთქვამს.

