მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოუტინიო თანახმაა, “ლივერპული” 90 მილიონს ითხოვს

კოუტინიო თანახმაა, “ლივერპული” 90 მილიონს ითხოვს

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულის” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ფილიპე კოუტინიომ “ბარსელონაში” გადასვლაზე უარი განაცხადა და ახლა ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა.

წყაროს ცნობით, 24 წლის სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა კატალონიურ კლუბში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. პრობლემას სატრანსფერო ფასი ქმნის – “ლივერპული” 90 მილიონს ითხოვს, “ბარსა” კი თავს 80 მილიონზე მეტის გადახდის უფლებას ვერ აძლევს. თავად ფეხბურთელი კი, ესპანეთში თამაშის სურვილის მიუხედავად, “ლივერპულის” ხელმძღვანელობაზე ზეწოლისგან თავს იკავებს.

კოუტინიო “ლივერპულში” 2012 წლიდან თამაშობს. მერსისაიდელთა შემადგენლობაში მან 177 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა. ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი ბრაზილიელს 2022 წლამდე აკავშირებს.

კოუტინიოს კატალონიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. 2011-12 წლების სეზონში, “ესპანიოლში” განათხოვრებულმა ფეხბურთელმა, მონაწილეობა ლა ლიგის 16 შეხვედრაში მიიღო და 5 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში