Marca იტყობინება, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “ბარსელონა” შესაძლოა, ოთხმა ფეხბურთელმა დატოვოს.
საუბარია ანდრე გომეშზე, არდა თურანზე, ჟერემი მატიესა და ხავიერ მასკერანოზე. არგენტინელის მომავალი “ბლაუგრანაში” გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს, მის შემცვლელებად კი ერნესტო ვალვერდესა და ხუან კარლოს უნსუეს მოიაზრებენ.



