“ევერტონის” თავკაცმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება სურს. ჰოლანდიელი სპეციალისტი კატალონიური კლუბის მადლიერია.
“ბარსელონას” გაწვრთნაზე ვოცნებობ. ყველამ იცის, თუ როგორ მიყვარს ეს კლუბი. მე “ბლაუგრანამ” პიროვნულად გამზარდა.”-ციტირებს კუმანის სიტყვებს Sport.
როგორც იცით, მიმდინარე სეზონის ბოლოს ლუის ენრიკე “ბარსელონას” დატოვებს, გუნდის ახალი მწვრთნელის ვინაობას კი მედიის თანახმად, ახლო მომავალში გავიგებთ. მთავარ პრეტენდენტებად ერნესტო ვალვერდე და ხუან კარლოს უნსუე ითვლებიან.



