Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ” უარყო ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კატალონიური კლუბი ფრანგ სპეციალისტს, ლორან ბლანს დაუკავშირდა.
კატალონიური წყაროს ცნობით, “ბარსელონაში”, კერძოდ, სურთ გაარკვიონ, მზადაა თუ არა 51 წლის სპეციალისტი ასეთი გამოწვევის მისაღებად.
როგორც იცით, კატალონიური გრანდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბს დატოვებს, მისი შემცვლელის ვინაობა კი, ჯერჯერობით, უცნობია. აქამდე ესპანურ პრესაში რამდენიმე სპეციალისტის სახელმა გაიჟღერა, რომელთაც, შესაძლოა, “ბარსელონა” გაწვრთნან. მათ შორის “ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე და ლუის ენრიკეს დამხმარე კარლოს უნსუე არიან.



