Don Balon-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” “ტოტენჰემის” ნახევარმცველით, დელე ალით დაინტერესდა.
წყაროს თანახმად, 21 წლის მოთამაშე, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” შეტევის გაძლიერების კანდიდატია. “ბარსელონას” პერსპექტიული ფეხბურთელის გაფორმება გაუჭირდება, რადგან კატალონიურ კლუბს კონკურენციას მადრიდის “რეალი” გაუწევს. დელეს დაკარგვა არც თავად “ტოტენჰემს” სურს.
მიმდინარე სეზონში ალიმ 21 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


