მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუნირი სეზონის დასრულების შემდეგ “ვალენსიაში” არ დარჩება

მუნირი სეზონის დასრულების შემდეგ “ვალენსიაში” არ დარჩება

“ბარსელონას” თავდამსხმელი, მუნირ ელ-ჰადადი, რომელიც არენდის წესებით “ვალენსიაში” თამაშობს, ზაფხულში “ღამურების” რიგებს დატოვებს.

“ვალენსიას” ხელმძღვანელობას თავდაპირველად ფეხბურთელის 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის ფუნქციის გააქტიურება სურდა, მაგრამ ელ-ჰადადი “ბარსელონაში” დაბრუნებას აპირებს, რომელთანაც სახელშეკრებულო ვალდებულებებითაა დაკავშირებული.

Sport.es წერს, რომ 21 წლის თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინებს გაამართლებს. შეგახსენებთ, ზაფხულში ლუის ენრიკე კატალონიურ კლუბს ტოვებს.

“ვალენსიას” ხელმძღვანელობა წარმოშობით მაროკოელ ფეხბურთელს არ გადაარწმუნებს, რომლის ანგარიშზეც 37 ოფიციალურ მატჩში 8 გოლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში