მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფლორენტინო პერესს “ახალი ნეიმარის” შეძენა სურს

ფლორენტინო პერესს “ახალი ნეიმარის” შეძენა სურს

მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” ახალგაზრდა ფორვარდით, ჟორდი მბოულათი დაინტერესდა, რომელიც 19 წლამდელთა გუნდში თამაშობს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი 18 წლის ფეხბურთელს “ახალ ნეიმარად” მიიჩნევს და “რეალ კასტილიაში” მისი გადაყვანა სურს.

“ბარსელონამ” უკვე იცის “რეალის” მხრიდან მბოულას მიმართ ინტერესზე და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, რომელიც 2019 წლის ზაფხულში იწურება. კატალონიური გრანდი აპირებს მბოულას გამოსასყიდი თანხა 3-დან 20 მილიონ ევრომდე გაზარდოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში