მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ალბას ტრანსფერზე არ დააყენებს

“ბარსელონა” ალბას ტრანსფერზე არ დააყენებს

“ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ ხორდი ალბა ტრანსფერზე არ დააყენონ, იტყობინება Marca.

ესპანელი ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ფერებს შემდეგ სეზონშიც დაიცავს. წყაროს ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონაში” ფეხბურთელის გაშვება არც კი უფიქრიათ, მიუხედავად იმისა, რომ ალბა სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალბა, შესაძლოა, “ატლეტიკოს” მცველის, ტეო ერნანდესის ტრანსფერში ჩართონ და მადრიდულ კლუბში არენდით გადავიდეს. ტეო ერნანდესი კი ამჟამად არენდის წესებით “ალავესში” თამაშობს.

პრიმერას 34 ტურის ჯამით, ალბამ 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ძირითად შემადგენლობაში თამაში 18 შეხვედრიდან დაიწყო. გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 5 შედეგიანი გადაცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში