“ბარსელონა” მზადაა ლონდონის “არსენალის” განაპირა მცველთან, ექტორ ბელერინთან ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს.
Diario Gol-ის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” წარმომადგენლები ბრიტანეთის დედაქალაქში ბელერინის ესპანეთში დაბრუნების საკითხის გადასაწყვეტად გაემგზავრნენ.
22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ “არსენალი” მას 40 მილიონ ევროზე ნაკლები თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის.



