მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარვახალი: “ყველაფერი “რეალის” ხელშია”

კარვახალი: “ყველაფერი “რეალის” ხელშია”

“რეალის” მცველმა, დანიელ კარვახალმა “ბარსელონას” ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.

“რამოსის გაძევებამ “ელ კლასიკოს” ბედი გადაწყვიტა. ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ, მაგრამ ბოლო შეტევა “ბარსელონამ” გოლით დაასრულა.

ბრძოლა პირველიდან ბოლო წამამდე მიმდინარეობდა, მაგრამ “რეალს” არ გაუმართლა. “ბარსელონას” გამარჯვება უნდა მივულოცოთ. მესიმ კარგი მატჩი ჩაატარა.

გამოტოვებული მატჩი უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი ჯერ კიდევ ჩვენ ხელშია.“-განაცხადა კარვახალმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში