workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეტო’ო  “სიუტატ ესპორტივას” ეწვია

ეტო’ო “სიუტატ ესპორტივას” ეწვია

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი კამერუნელი ფორვარდი, სამუელ ეტო’ო გუშინ “სიუტატ ესპორტივას” ეწვია. ეტო’ო “ბლაუგრანას” ახალგაზრდული გუნდების ვარჯიშს დაესწრო და საკმაოდ გულმოდგინედ აკვირდებოდა ფეხბურთელებს. კამერუნელი ფეხბურთელი მწვრთნელებსაც შეხვდა. იგი “იუნიორ ბ–ს” მწვრთნელს სერხი ბარხუანს და თავის ოთხ თანამემამულე ახალგაზრდას, ადამუს, დონგოს, ებვილს და ბაგნაქს შეხვდა. სამუელი არ დაესწრო პირველი გუნდის ვარჯიშს, რომელიც შედარებით ადრე გაიმართა.

ეტო’ომ კარიერის საუკეთესო წლები სწორედ კატალონიურ კლუბში გაატარა. კამერუნელმა ფორვარდმა “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 145 მატჩში 108 გოლი გაიტანა და საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო. მან “ბარსას” შემადგენლობაში ორი ჩემპიონთა ლიგა და სამი “პრიმერა” მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში