Football Italia-ს ინფორმაციით, ხავიერ მასკერანო ჩემპიონთა ლიგის მეორე მეოთხედფინალურ მატჩს გამოტოვებს, “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის.
არგენტინელი ტურინში გამართულ მატჩში (0:3) მიღებული ტრავმის გამო “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მოედანზე ვერ გამოვიდა. მასკერანოს არც სავარჯიშო სესიებში მიუღია მონაწილეობა.
ამავდროულად, ლაზარეთი დატოვა არდა თურანმა, რომელიც სავარაუდოდ, “იუვენტუსთან” მატჩისთვის მზად იქნება.



