“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ნეიმარ და სილვამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუის ენრიკემ “იუვენტუსის” წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშის გამო ის გააკრიტიკა. აგრეთვე, ბრაზილიელმა მომავალში “ფლამენგოში” ასპარეზობის სურვილი გამოთქვა.
“მთავარ მწვრთნელს კონკრეტულად, რომელიმე მოთამაშე არ გაუკირტიკებია, ამას დაექვემდებარა მთელი კოლექტივი, რადგან ფეხბურთი გუნდური სპორტია. თითოეულმა ჩვენგანმა ცუდი შეხვედრა ჩაატარა.
მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ხალხით სავსე “მარაკანაზე” “ფლამენგოს” მაისურით ვითამაშო. “სანტოსი” მაინც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა სასამართლოში მიჩივლა. ამის მიზეზს ვერ ვხვდები. ბევრი ისტორია ხალხმა არ იცის.“-განაცხადა ნეიმარმა.



