“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “რეალ სოსიედადთან” გამართული მატჩის შემდეგ (3:2), გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში შეაფასა.
“აღსანიშნავია გუნდის დამოკიდებულება ამ მატჩისადმი. გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ ეს მარტივი არ აღმოჩნდა.მეორე მეოთხედფინალური შეხვედრისა და “ელ კლასიკოს” წინ “ბარსელონა” ცოცხალია. ვხედავ, რომ ფეხბურთელები ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად არიან.
“ბარსელონამ” სერიოზული მეტოქის წინააღმდეგ დადებითი შედეგი აჩვენა. პაკომ კარგად ითამაშა. ინიესტა – უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც მუდამ ვაფასებდი. ანდრესით აღფრთოვანებული ვარ.
ეს გამარჯვება კარგი ამოსავალი წერტილია “იუვენტუსთან” მატჩისთვის. ბოლომდე ვიბრძოლებთ. რამდენიმე ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ, საჭიროა საკუთარ თავში დარწმუნებულები ვიყოთ.”-განაცხადა ენრიკემ.



