“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ არ ანაღვლებს გავრცელებული ჭორები “ბარსელონას” ფელიპე კოუტინიოსადმი ინტერესის შესახებ.
“ბარსელონას” კოუტინიოსადმი ინტერესის შესახებ გავრცელებული ჭორები არ მადარდებებს, რადგან ის “ლივერპულში” თავს კომფორტულად გრძნობს. ბრაზილიელს აქ ყველაფერი მოსწონს.
დიდი გუნდების ინტერესი ფეხბურთელის მაღალ დონეს უსვამს ხაზს. კოუტინიომ რთული პერიოდები დაძლია. ის ტრავმის შემდეგ მწყობრში დაბრუნდა და შესანიშნავად თამაშობს.
გავრცელებული ჭორები ნამდვილად არ მადარდებს, რადგან ფეხბურთელებს საკმარის პერსპექტივას ვაძლევთ და მათ მომავალში, გუნდში დარჩენა სურთ.”-ციტირებს კლოპს Goal.



