მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსიას” მუნირის შენარჩუნება სურს

“ვალენსიას” მუნირის შენარჩუნება სურს

მუნირ ელ ჰადადი, რომლის სატრანსფერო უფლებები “ბარსელონას” ეკუთვნის, შესაძლოა, “ვალენსიაში” დარჩეს. როგორც იცით, ახალგაზრდა ფორვარდი კატალონიურ კლუბში 2016/17 წლების სეზონის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნდეს.

Marca იტყობინება, რომ “ღამურები” 21 წლის ფორვარდის ასპარეზობით კმაყოფილები არიან და მათ მუნირის კონტრაქტის გამოსყიდვა სურთ. თუ თავად თავდამსხმელი “ვალენსიაში” დარჩენას მოისურვებს, ტრანსფერის ფასი სავარაუდოდ 12 მილიონი ევრო იქნება.

მიმდინარე სეზონში მუნირმა “ვალენსიას” მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში