არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ედგარდო ბაუსა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მაურო იკარდის ეროვნულ გუნდში ლიონელ მესის მოთხოვნის გამო არ იძახებენ.
როგორც იცით მაურო იკარდი, მესის მეგობრის, მაქსი ლოპესის ყოფილ ცოლზე დაქორწინდა, მედია კი ფეხბურთელებს შორის არსებულ სავარაუდო კონფლიქტს უსვამს ხაზს.
“ხავიერ მასკერანოსა და ლიონელ მესის ჩემ გადაწყვეტილებაზე გავლენა არასდროს არ მოუხდენიათ.
8 თვის განმავლობაში, რომელიც გუნდში გავატარე, ფეხბურთელებთან არავითარი პრობლემა არ მქონია, რის გამოც მადლიერი ვარ. იკარდისთან დაკავშირებით არავის არაფერი უთქვამს.“-განაცხადა ბაუსამ.


