ლეო მესის ანგარიშები ბევრი კლუბის წინააღმდეგ სენსაციურია და შაბათის მეტოქე, “კამპ ნოუზე”, არ არის გამონაკლისი.
“რეალ სოსიედადი” ბოლო წლებია მესის რისხვას განიცდის. არგენტინელმა 2010/11 წლების სეზონიდან, ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში, ბასკების კარში 7 გოლი გაიტანა. ამ წლების მანძილზე, 2014/15 სეზონის გარდა მესიმ ყველა სეზონში დალაშქრა “რეალ სოსიედადის” კარი.
2010/11-ში მესიმ “რეალ სოსიედათან” მატჩში (5:0) 2 გოლი გაიტანა. ერთი წლის შემდეგ, 2-1 გამარჯვების დროს კვლავ გაიტანა. 2012/2013 სეზონში კატალონიელებმა ბასკები 5:1 გაანადგურეს, მესიმ კი კვლავ დუბლი გაიფორმა. 2013 წელს, 4-1 გამარჯვების დროს გაიტანა. მან შემდეგ სეზონში გატანა ვერ შეძლო, მაგრამ ტაბლოზე 2015/2016 წლების სეზონში დაბრუნდა, როდესაც “ბარსელონამ” ბასკური გუნდი 4-0 გაანადგურა.
“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ამ გოლების ვიდეო შემოგვთავაზა.



