მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ძამბროტა: “არ ვიცი რატომ, მაგრამ “ბარსელონას” გასვლით მატჩებში პრობლემები აქვს”

ძამბროტა: “არ ვიცი რატომ, მაგრამ “ბარსელონას” გასვლით მატჩებში პრობლემები აქვს”

“ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ყოფილმა მცველმა, ჯანლუკა ძამბროტამ განაცხადა, რომ მის ყოფილ კლუბებს შორის პირველი მატჩის შედეგი მოულოდნელი გახდა. კატალონიელები ტურინში 0:3 დამარცხდნენ.

“მე ვიცოდი, რომ თავის მოედანზე “იუვენტუსი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თუმცა, “იუვენტუსის” ასეთი გამარჯვება “ბარსელონასთან” ჩემთვის მოულოდნელი გახდა. “იუვენტუსმა” თამაშის კარგად დაწყება შეძლო, ისინი აგრესიულად და ინტენსიურად მოქმედებდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ “ბარსელონას” გასვლით მატჩებში პრობლემები აქვს. კატალონიელებისთვის რთული იქნება ნახევარფინალში გასვლა, თუმცა ჩვენ მათი წარმოუდგენელი შედეგების მოწმენი ვიყავით.” – განაცხადა ძამბროტამ.

“ბარსელონასა” და “იუვენტუსის” საპასუხო მატჩი 19 აპრილს, “კამპ ნოუზე” შედგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში