“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “ფლამენგოს” ახალგაზრდა თავდამსხმელის, ვინისიუს ჟუნიორის მომსახურებით დაინტერესდა, იტყობინება Corriere dello Sport.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, “ბებერი ქალბატონი” 16 წლის ფეხბურთელის შეძენას შეეცდება, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.
ვინისიუსით ასევე “ბარსელონაცაა” დაინტერესებული. კატალონიურმა კლუბმა უკვე გამართა მოლაპარაკებები მოთამაშის აგენტთან. ჟუნიორის კონტრაქტი “ფლამენგოსთან” 2019 წლამდეა გათვლილი, მისი სატრანსფერო კომპენსაციის თანხა კი 30 მილიონ ევროს შეადგენს.


