”ბარსელონა” – ”ბეტისი”. ფაქტები და სურათები

”ბარსელონა” – ”ბეტისი”. ფაქტები და სურათები

”ბარსელონას” წაუგებელი მატჩების სერია გრძელდება.

– ბოლო 27 თამაშის განმავლობაში ”ბლაუგრანამ” 22-ში იმარჯვა, ხოლო 5 მატჩი ფრედ დაასრულა. Infostrada-ს ინფორმაციით ასეთი შედეგი ”ბარსას” 1973-74 წლებში ჰქონდა.

– როგორც იცით, ლიონელ მესიმ გუშინ, ”ბეტისის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასულა. ”ბარსელონას” რიგებში ეს მესის მეცხე ჰეთ-თრიკია. სამი ბურთის შეგდება მეტოქის კარში მან ხუთჯერ ჩემპიონატში, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში, ორჯერ ესპანეთის თასში და ერთხელ სუპერ თასში მოახერხა.

– მას შემდეგ, რაც გვარდიოლა კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა, ”ბარსელონამ” 152 ოფიციალური თამაში ჩაატარა. აქედან მათ 22 მატჩში ხუთჯერ (ან უფრო მეტჯერ) მოახერხეს მეტოქის კარის აღება.

– 2010-11 წლების სეზონში ლიონელ მესის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (31). ის ერთი ბურთით უსწრებს კრისტიანუ რონალდუს. აქედან, რონალდუს ანგარიშზე 5 პენალტია, ხოლო მესის მხოლოდ ერთხელ აქვს მეტოქის კარი 11 მეტრიანიდან აღებული.

– ლეო მესისთვის გაკეთებულ საგოლე გადაცემებით ჩავიმ ოფიციალურად გადაუსწრო დანი ალვესს. ჩავის 15 ასისტი აქვს გაკეთებული, დანი ალვესს 14, ხოლო 12 ასისტით მესამე ადგილზე ანდრეს ინიესტაა.

– მესიმ ”ბეტისის” კარში სამი ბურთის შეგდება 29 წუთის განმავლობაში მოახერხა. თუმცა, მან ყველაზე სწრაფად ”არსენალის” კარის სამჯერ აღება მოასწო (21 წუთში).

– ის თამაშები, რომლებშიც მესი გოლის გატანას ახერხებს, ძირითადად ”ბარსელონას” გამარჯვებით მთავრდება. მან 106 ოფიციალურ მატჩში აიღო მეტოქის კარი, აქდან 94 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა (89%), 11 ფრედ (10%), ხოლო 1 მარცხით (1%). ეს მოხდა 2009 წლის 1 მარტს, როდესაც ”ბარსამ” თამაში დათმო ”ვისენტე კალდერონზე”.

– ”კოპა დელ რეის” ისტორიაში მხოლოდ ცხრაჯერ მოახერხეს ”ბარსელონას” ჩემპიონატიდან გამოთიშვა იმ გუნდებმა, რომლებიც ”ლა ლიგაზე” დაბალ ლიგაში გამოდიოდნენ. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბოლოს სწორედ ”ბეტისმა” მოახერხა ეს (1994 წელს)

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward