“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ “იუვენტუსთან” გამართული მატჩი შეაფასა, სადაც კატალონიური გუნდი 0:3 დამარცხდა.
“ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად დაისჯები იმ შეცდომების გამო, რაც ჩვენ დავუშვით. მეორე ნახევარი სავსებით განსხვავებული იყო.
“იუვენტუსი” კარგი გუნდია. დღეს, ჩვენი სამუშაო ვერ შევასრულეთ, რის გამოც დავისაჯეთ. ახლა იმდენად ცუდ განწყობაზე არ ვართ, როგორც პარიზში გამართული მატჩის შემდეგ ვიყავით.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მორიგი ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ. თუ საპასუხო მატჩში ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებთ. სხვა შემთხვევაში ეს შეუძლებელია.“-განაცხადა ინიესტამ.


