“იუვენტუსის” ყოფილმა კაპიტანმა, ალესანდრო დელ პიერომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა.
“ბარსელონა” ფავორიტია, მაგრამ “იუვენტუსი” შესანიშნავი გუნდია. ბერლინის ფინალის შემდეგ შემადგენლობა შეიცვალა, ამიტომ ის შეხვედრა მოთამაშეებმა უნდა დაივიწყონ (“იუვენტუსი” “ბარსელონასთან” 1:3 დამარცხდა).
MSN-ს შეჩერება ძალიან რთულია. წარმატების ერთადერთი გზა არის გუნდური თამაში.”-განაცხადა დელ პიერომ.


