ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩის შემდეგ, სადაც “ბარსელონა” “ლა როსალედაზე” 0:2 დამარცხდა, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
ნეიმარის გაფრთხილების შესახებ
“წესებს განსაკუთრებული ინტერპრეტაცია გაუკეთეს. უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. ზოგიერთ მომენტში “მალაგას” ფეხბურთელები უხეში თამაშის გამო გაფრთხილებას იმსახურებდნენ, ნეიმარი კი მხოლოდ თასმებს იკრავდა. ამაზე მშვიდი რეაგირება უნდა მოვახდინოთ.”
გადაწყვეტს თუ არა “ელ კლასიკო” ჩემპიონატის ბედს?
“ასე არ ვფიქრობ. თუ “ბერნაბეუზე” გავიმარჯვებთ კარდინალურად არაფერი შეიცვლება. კარგია, რომ ლა ლიგა უფრო კონკურენტუნარიანი გახდა – ჩემპიონატი უფრო საინტერესოა. ტიტული გადაეცემა გუნდს, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მოიპოვებს.”
“მალაგასთან” მატჩის შესახებ
“გამარჯვებისთვის საკმარისად ბევრი მომენტი გვქონდა. მოგებას ვიმსახურებდით. თავიდანვე ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა. შეხვედრა სათანადო შემართებით დავიწყეთ, მაგრამ “მალაგამ” პირველივე შანსი გამოიყენა.” – განაცხადა ენრიკემ.
69 ქულით კატალონიური კლუბი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს შიდა ჩემპიონატში “ბარსელონა” “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართავს, მაგრამ მანამდე “ბლაუგრანას” ტურინის “იუვენტუსთან” მძიმე დაპირისპირება ელის.



