მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: “მალაგასთან” გამარჯვება აუცილებელია”

ტერ შტეგენი: “მალაგასთან” გამარჯვება აუცილებელია”

“ბარსელონას” მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დარწმუნებულია, რომ გუნდი “იუვენტუსთან” გასამართ გასვლით მატჩში ბევრ გოლს არ გაუშვებს. გერმანელმა მოთამაშემ 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა გაიხსენა, პსჟ-ს წინააღმდეგ, სადაც ლუის ენრიკეს შეგირდები 0:4 დამარცხდნენ.

“არ ვფიქრობ, რომ “იუვენტუსთან” მატჩში 4 გოლს გავუშვებთ. არ მინდა რომ ეს მოხდეს და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ჯერ “მალაგა” უნდა დავამარცხოთ. გამარჯვება აუცილებელია იმისთვის, რომ ტურინულ კლუბთან დაპირისპირებას საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდეთ.”-ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს Tuttosport.

პირველი მატჩი “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის 11 აპრილს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში