“ბარსელონამ” ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში “სევილია” 3:0 დაამარცხა და ამით ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატის გუნდებს შორის შედეგიანობის მხრივ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
კატალონიურმა კლუბმა შიდა ჩემპიონატში ოპონენტთა კარი 88-ჯერ აიღო. “მონაკოს” ანგარიშზე საფრანგეთის ჩემპიონატში, 87 გოლია. მესამე ადგილს მადრიდის “რეალი” იკავებს (78), რომელსაც “ნაპოლი” (69) და “ბაიერნი” (67) მოჰყვებიან.
ხვალ, “ბარსელონა” სტუმრად “მალაგას” დაუპირისპირდება.



