workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”მესი, ჩავი და ინიესტა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან”

გვარდიოლა: ”მესი, ჩავი და ინიესტა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან”

ოთხშაბათის მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლა ”ოქროს ბურთის” თემას შეეხო და თავისი მოსაზრება გამოთქვა.

”ძალიან ბედნიერები ვართ. ისინი ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ და სამივეს სურდა გამარჯვება. ეს ნორმალურიცაა. რაც მთვარია, ისინი მიღებულ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. მიმდინარე წელს სამივე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან და ეს ჯილდო ”ბარსას” ახალგაზრდული სისტემის და ესპანური ფეხბურთის განსაკუთრებული აღიარებაა. ეს არის უდიდესი საჩუქარი ”ბარსელონასთვის” და ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. მომხდარით ძალიან კმაყოფილი ვარ.”

როგორც მოგეხსენებათ, სწორედ გვარდიოლას ხვდა წილად გამარჯვებულის დასახელების პატივი. ”დავიბენი, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად ეწერა სახელი. ვეძებდი, მაგრამ ვერ ვპოულობდი. მე პროფესიონალი ვარ და ვაპირებდი შემესრულებია ჩემი საქმე (იცინის), რაც გულისხმობდა იმ კონვერტის გახსნას, რომელიც მომცეს. მათ მირჩიეს, რომ არ გამეხსნა კონვერტი ბოლო წუთამდე. ძალიან ამაყი ვიყავი, იმიტომ რომ არ ქონდა მნიშვნელობა ვის გადაეცემოდა ჯილდო.”

როგორც იცით, ესპანური და არამარტო ესპანური პრესის ნაწილი არ ეთანხმებოდა გადაწყვეტილებას. გვარდიოლამ მხარი დაუჭირა ხმის მიცემის პროცედურას და თავის ფეხბურთელებს: ”პირველად მოხდა, რომ ამდენ ადამიანს მიეცა ხმის მიცემის საშუალება. ყველას თავისი რჩეული ყავს, და აქ სათქმელი არაფერია. ჩემთვის მარტივი იყო, იქედან გამომდინარე, რომ სამივე ჩემი ფეხბურთელები არიან. სამივე კლუბმა აღზარდა. წარმოუდგენელია, კიდევ განმეორდეს ესეთი რამე. ლეომ მოიგო, იმიტომ რომ მას 400-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. თუ ვინმე თვლის, რომ გადაწყვეტილება არასამართლიანი, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ სხვა გემოვნება აქვთ.”

”ეს ჯილდო ესპანური ფეხბურთის პრესტიჟია. მესი ჩვენ ბევრ რამეს გვაძლევს. ის გვიქმნის შესაძლებლობას, რომ ვისიამოვნოთ სპორტით. ეს არის მესის და მისი თანაგუნდელების დამსახურება. ასევე იმ ხალხის, ვინც ხელს უწყობს მას ტალანტის გამოვლენაში. ყველანი იმსახურებენ მხურვალე აპლოდისმენტებს. მხოლოდ ფეხბურთელები ვერ მიაღწევენ თავისით ყველაფერს.”

”პირადად მინდა მივულოცო სამივე მათგანს. მე ვუთხარი მათ, რომ დატკბნენ ამ მომენტით.”

”მე კვლავ მიმაჩნია, რომ ლეო საუკეთესოა. ჩავის და ინიესტასაც შეეძლოთ ”ოქროს ბურთის” მოგება, მაგრამ ხმების უმრავლესობა მესიმ დააგროვა. ესპანეთი 6 თუ 7 წევრითაა წარმოდგენილი მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულში. ვერ წარმომიდგენია ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს.”

”შური მათ შორის? შესაძლოა, თუმცა როცა მათ იცნობ, ამაში ეჭვი შეგეპარება. მე მათ ვერაფერს ვეტყვი. ყველას, ვინც იქ იყო, სურდა ჯილდოს მიღება. ცხადია, რომ ყველას უნდოდა მოგება, მაგრამ ისინი კეთილგანწყობილად შეხვდნენ ლეოს გამარჯვებას. ისინი ყველაფერს გადალახავენ და შეეცდებიან, ყველაფერი ისე კარგად გააკეთონ, რომ მომავალ წელსაც გახდნენ ნომინანტები.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში