ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წილისწყრის შედეგად, “იუვენტუსთან” დაპირისპირებას, “ბარსელონას” ფეხბურთელები არ გაუხარებია.
“წილისყრა? ბედნიერები არ ვყოფილვართ. მათ ორი წლის წინ დავუპირისპირდით და ვიცით, რომ “იუვენტუსი” ძლიერია. მარიო მანჯუკიჩმა მითხრა, რომ ტურინულ კლუბსაც არ სურდა, “ბარსელონასთან” შეხვედრა.
“იუვენტუსი” უნაკლო კლუბია. “ბებერ ქალბატონს” ნათელი იდეები აქვს. მძიმე დაპირისპირება გველის. იტალიელებმა შიდა ჩემპიონატი ზედიზედ 5-ჯერ მოიგეს, 2 წლის წინ კი ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყვნენ.
“იუვენტუსს” მომხიბვლელი ისტორია აქვს. იტალიური გრანდი მსოფლიოს 5-10 საუკეთესო გუნდს შორის შედის. მათ სტადიონთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, რადგან “სევილიასთან” ერთად ევროპა ლიგა მოვიგე.”-ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Gazzetta Dello Sport.


