მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ჩელსი” ნეიმარს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს

“ჩელსი” ნეიმარს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს

The Sunday Times იტყობინება, რომ ლონდონის “ჩელსის” “ბარსელონას” ფორვარდის, ნეიმარ და სილვას გაფორმება სურს.

წყაროს თანახმად, “ლურჯები” “ბლაუგრანას” ტრანსფერის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს შესთავაზებენ, თავად ბრაზილიელს კი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევენ. ამჟამად ამ სტატუსს კარლოს ტევესი ატარებს, რომელსაც “შანხაი შენხუა” წელიწადში 37 მილიონ ევროს უხდის.

ადრე მედიამ დაწერა, რომ ნეიმარის გაფორმება “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს. თავად ბრაზილიელის განცხადებით, ის კლუბის დატოვებას არ გეგმავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში